Sunday, October 1, 2017














ინტელის  ტრენინგის  საშუალებით  განვიხილეთ  და  შევისწავლეთ  პროექტებზე  დაფუძნებული  სწავლება.  ტრენინგის  კურსი ძალიან  საინტერესო  იყო, მრავალფეროვანი  და  მრავლის  მომცემი.  პირველ  დღეს  გავეცანი  ინტელის  მიზნებს  და  ამოცანებს,  შევისწავლე  სასწავლო  პროექტის  დაგეგმვა.  მოსწავლის  პროექტის  შეფასება.  ჩვენს  სასწავლო  პროცესში  21-ე  საუკუნის  ინტეგრირება, მოსწავლეების  საჭიროებები,  სასწავლო  პროექტის  პრეზენტაცია,  სასწავლო  პროექტების  ჩეკლისტები,  განვიხილეთ  განახლებული  ბლუმის  ტაქსონომია.  შევქმენით  საინფორმაციო  ბუკლეტები.
დიდი  მადლობა  ჩვენს  ტრენერს  ასეთი  საინტერესო  და  დატვირთული  დღეებისათვის.  რთული  საკითხები  ადვილად  და  კარგად  შეგვასწავლა.
შეძენილმა  ცოდნამ  და  უნარ-ჩვევებმა  გამიჩინა  კიდევ  მრავალი  პროექტის  გაკეთების  სურვილი.

No comments:

Post a Comment